მბაპესა და ერიქსენის სუპერგოლები, ახალი ლიდერი ხორვატია - ერთა ლიგა 2022-23, A ლიგა, I ჯგუფი [ვიდეო] #1TVSPORT
02:34, 23 Sep, 2022
ფაქტები

* მარკო არნაუტოვიჩმა გაიმეორა ავსტრიის ნაკრების რეკორდი ჩატარებული მატჩების რაოდენობით. საფრანგეთთან მან 103-ე შეხვედრა ჩაატარა ეროვნულ გუნდში და გაუთანაბრდა ანდრეას ჰერცოგს.

* ანტუან გრიზმანი ზედიზედ ხუთი წელია არ ტოვებს საფრანგეთის ნაკრების მატჩებს. 2017 წლის ივნისიდან მოყოლებული, მან ნაკრებში 66 მატჩი ჩაატარა.

* ოლივიე ჟირუმ 49-ე გოლი გაიტანა საფრანგეთის ნაკრებში. მას ტიერი ანრის რეკორდამდე (51 გოლი) ორი გოლი აკლია. ანრის ნაკრებში 123 მატჩი აქვს, ჟირუს - 113.

* 35 წლისა და 357 დღის ჟირუ გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორი გახდა საფრანგეთის ნაკრებში.

* კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების TOP10 ბომბარდირს შორის შევიდა. მას 23 გოლი დაუგროვდა და მე-10 ადგილს იყოფს იური ჯორკაეფთან. მბაპეს ამისთვის 58 მატჩი დასჭირდა, ჯორკაეფს - 82.

* საფრანგეთმა შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია.


ხორვატია-დანია           2:1

გოლები: 1:0 სოსა (49), 1:1 ერიქსენი (77), 2:1 მაერი (79)

ხორვატია: ლივაკოვიჩი, იურანოვიჩი, შუტალო, გვარდიოლი, სოსა, მოდრიჩი (90. ვიდა), კოვაჩიჩი (78. მაერი), ბროზოვიჩი, პერიშიჩი (71. ორსიჩი), პაშალიჩი (71. ვლასიჩი), კრამარიჩი (71. პეტკოვიჩი).

დანია: შმეიხელი, კიაერი (72. იენსენი), კრისტენსენი, ანდერსენი, მელე, ვასი (60. კრისტენსენი), დილეინი (60. ჰეილუნდი), ერიქსენი, ჰოიბერგი, ბრეიტუეიტი (59. დამსგორი), ოლსენი (89. დოლბერგი).

საფრანგეთი-ავსტრია   2:0

გოლები: 1:0 მბაპე (56), 2:0 ჟირუ (65)

საფრანგეთი: მენიანი (46. არეოლა), კლოსი, ვარანი, კუნდე (23. სალიბა), ბადიაშილი, მენდი, ჩუამენი, ფოფანა, ჟირუ (79. ნკუნკუ), გრიზმანი (79. დემბელე), მბაპე (90. კოლო-მუანი).


VI ტური 25 სექტემბერი

ავსტრია-ხორვატია (22:45)

დანია-საფრანგეთი (22:45)

















































1. ხორვატია 5 3 1 1 5-5 10
2. დანია 5 3 0 2 7-5 9
3. საფრანგეთი 5 1 2 2 5-5 5
3. ავსტრია 5 1 1 3 5-7 4