მედიის ინფორმაციით, რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა
23:06, 05 Aug, 2022
რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. დაჯგუფების პრესსპიკერის თქმით, რაკეტების სამიზნე ისრაელის ცენტრალური და სამხრეთ რაიონები გახდა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის წინააღმდეგ ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო.

„ისლამური ჯიჰადის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის მხოლოდ თავდასხმის დასაწყისი ისრაელის წინააღმდეგ.

A missile barrage fired by Palestinian militants in Gaza towards Israeli communities a short time ago. pic.twitter.com/iZrWZTbVyC


— Joe Truzman (@JoeTruzman) August 5, 2022