საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დუშეთის საწვრთნელი შეკრებით ასრულებს. 20-წლამდელთა კონტინენტის პირველობას 27 ივნისიდან რომი უმასპინძლებს.
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე ათი სპორტსმენით იასპარეზებს.
55 კგ - ლუკა ჯავახაძე
60 კგ - დიმიტრი ხაჩიძე
63 კგ - რომეო ბერიძე
67 კგ - ნიკა ბროლაძე
72 კგ - თემურ ორჯონიკიძე
77 კგ - თორნიკე მიქელაძე
82 კგ - აჩიკო ბოლქვაძე
87 კგ - ბექა მელელაშვილი
97 კგ - კოტე სიჭინავა
130 კგ - მათე გოქაძე
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ლაშხი
მწვრთნელები: გიორგი ჯობავა, დავით ურიდია, გიორგი ავაზაშვილი
ექიმ-რეაბილიტოლოგი: გიორგი მურცხვალაძე