ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის
განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ, - ამის შესახებ
ლიეტუვის პრეზიდენტი
გიტანას ნაუსედა სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას ეხმაურება.
ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს.
„
ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის
განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ“, -
წერს გიტანას ნაუსედა „ტვიტერზე“.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მხარდაჭერის თხოვნით ევროპელ ლიდერებს მიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ევროპელი ლიდერებისადმი ვიდეომიმართვები „ტვიტერზე“ გაავრცელა.