ზურაბ აზარაშვილი კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა
19:11, 14 Jan, 2022
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდნენ. მხარეებმა ახალი შტამის, „ომიკრონის“ გავრცელების რისკები შეაფასეს და საპასუხო ღონისძიებებზე იმსჯელეს.

საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხებს, „ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზისა და პირბადის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ახალი შტამის მიმდინარეობა, სიმპტომები და მკურნალობის გზებზე განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის, რომ გავიგო რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი აზრი, დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ რისი პრევენცია შეიძლება, გავაკეთოთ, რაში შეიძლება, იყოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული, რაში შეიძლება, გაგიწიოთ მხარდაჭერა, ასევე მაინტერესებს „ომიკრონის“ დღევანდელი მიმდინარეობა, რამდენად მსუბუქი მიმდინარეობაა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები როგორ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.