იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, ბევრად დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ისტორიის ერთ გვერდზე რა წერია
15:31, 07 Dec, 2021
ვფიქრობ, ნებისმიერ ავტორს აქვს უფლება, ვინც უნდა, ის შეიტანოს თავის წიგნში. უბრალოდ, ეს წიგნი არ უნდა იყოს სასწავლო წიგნი სკოლისთვის და ბავშვებისთვის, - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, ალტერნატივის საშუალება უნდა იყოს.

„სკოლებს, ბავშვებს, მშობლებს უნდა ჰქონდეთ არჩევანი, თავად აირჩიონ ის წიგნი, რასაც ყველაზე მეტად ენდობიან. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, იქნება ისეთი წიგნები, სადაც ბიძინა ივანიშვილი იქნება შეტანილი, სადაც მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს დამფუძნებლად შეიყვანენ. თავად უნდა ავარჩიოთ, ჩვენი შვილებისთვის რომელი წიგნი სჯობს. ჩვენი ისტორიის წიგნებს კრიტიკულად რომ შეხედოთ, არაფერი დარჩება, რადგან მათგან ისტორია მაშინ დავწერეთ, როცა საბჭოთა კავშირის ტყვეობაში ვიყავით. ანუ, ისტორია მონობაში გვაქვს დაწერილი. შესაბამისად, ისტორიაში ასეთი ლაფსუსები კი არ იქნება, არამედ შეიძლება, ნახევარი ისტორია თავიდან იყოს დასაწერი. მგონია, რომ ბევრად უფრო დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ვიდრე ისტორიის ერთ გვერდზე რა წერია“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.