სამხრეთ კორეაში ქართველი აღიარეს - ყაზაიშვილი საუკეთესო ნახევარმცველია #1TVSPORT
14:54, 07 Dec, 2021
ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველია. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ K League 1-ის ადმინისტრაციამ რჩეულები გამოავლინა.

საქართველოს ნაკრების 28 წლის ფეხბურთელის გუნდი „ულსანი“ 74 ქულით სამხრეთ კორეის ვიცე-ჩემპიონი გახდა და „ჯეონბულ მოტორსს“ 2 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება ვაკო ყაზაიშვილს, სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად აღიარეს და წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.



სულ მიმდინარე სეზონში ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის „ულსანის“ ფორმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 34 მატჩში მოირგო, 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სულ საქართველოს ნაკრების შემტევმა 44 მატჩში ანგარიშზე 14 გოლი ჩაიწერა - აზიის ჩემპიონთა ლიგაზე 8 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო სამხრეთ კორეის თასზე 2 მატჩში თავი ერთხელ გამოიჩინა.