ზიდანმა უარი თქვა სეზონის მიმდინარეობისას პსჟ-ში დანიშვნაზე #1TVSPORT
14:20, 25 Nov, 2021
ფრანგი სპეციალისტი ზინედინ ზიდანი სეზონის მსვლელობისას არ ჩაუდგება სათავეში „პარი სენ-ჟერმენს“, - იტყობინება ესპანური გაზეთი As.

პარიზული კლუბის ხელმძღვანელობა ვერ მოელაპარაკა 49 წლის მწვრთნელს. ზიდანს არ მოსწონს სეზონის შუაში გუნდში მისვლის იდეა. მისი სურვილია - სეზონის ბოლომდე მოიცადოს, მანამდე კი სხვა პროექტებზე იქნება კონცენტრირებული.

ცოტა ხნის წინ პრესაში დაიწერა, რომ პსჟ-ის ამჟამინდელი დამრიგებელი მაურიციო პოჩეტინო უკმაყოფილოა პარიზულ კლუბში მუშაობით და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს.

ოთხშაბათს, „პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრა დათმო (1:2) „მანჩესტერ სიტისთან“.