ევროკავშირის საბჭო - აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება
19:18, 22 Oct, 2021
აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონთან ევროკავშირის ურთიერთობები საკვანძო სტრატეგიული მნიშვნელობის რჩება, - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სამიტის შემდეგ საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, ევროპული საბჭოს სხდომაზე ევროპელმა ლიდერებმა განიხილეს 15 დეკემბერს დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება.

ამასთან, საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბელარუსის ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი.