გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს
17:12, 22 Oct, 2021
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ტაშით გააცილეს. ეს ანგელა მერკელისთვის 16 წლის განმავლობაში 107-ე, სავარაუდოდ უკანასკნელი ევროკავშირის სამიტია, რომელსაც კანცლერის რანგში ესწრება.

როგორც ბელგიური მედია და ბრიუსელში მომუშავე საერთაშორისო მედიასაშუალებების კორესპონდენტები სოციალურ ქსელებში წერენ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სამიტის მეორე დღეს ანგელა მერკელის საქმიანობა შეაფასა.

„ევროპული საბჭო ანგელას გარეშე ჰგავს რომს ვატიკანის გარეშე ან პარიზს ეიფელის კოშკის გარეშე. ჩვენ დაგვაკლდება თქვენი სიბრძნე, განსაკუთრებით რთულ პერიოდებში“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

პრეზიდენტმა მიშელმა ანგელა მერკელს ასევე „ევროპული პროექტის კომპასი და შუქურა“ უწოდა.

LOVE FEST for Angela Merkel in her final Brussels meeting - in his farewell remarks @eucopresident told her:


“You are a monument. Without Angela, it’s like Rome without the Vatican, Paris without the Eiffel Tower.”

— Maria Tadeo (@mariatad) October 22, 2021



“You are a monument,” @EUCOpresident Charles Michel told Angela Merkel as he bequeathed her with a monument.


Future Council summits without her will feel like “Rome without the Vatican or Paris without the Eiffel Tower.”

Er, that doesn’t bode well!

— Dave Keating (@DaveKeating) October 22, 2021



« #EUCO without Angela is like Rome without the Vatican or Paris without the Eiffel tower » - Charles Michel to Angela Merkel, for her last European summit. pic.twitter.com/Qnx4lVGvHs


— Aurélie Pugnet (@PugnetAurelie) October 22, 2021