გურამ კაშია - ყველა მატჩი ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ #1TVSPORT
23:21, 13 Oct, 2021
გურამ კაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა და გუნდს კოსოვოს მხარესთან მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე მატჩის მოგებაში (2:1) დაეხმარა. ჯაბა კანკავას არყოფნაში გუნდის კაპიტნის სამკლავურით გასული გამოცდილი მცველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფიგურა იყო.

ბრატისლავისსლოვანის“ ქართველმა ლეგიონერმა პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა შეაფასა და იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში (და არა საერთოდ) ბოლო 9 წელიწადში პირველად მოიგო.

„შესაძლოა, თამაშს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებდით, მაგრამ დაცვით ფაზაში კარგად ვიმოქმედეთ. საერთო ჯამში ეს შედეგი დავიმსახურეთ. დიდი ხანია არ მოგვიგია და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ“, - ამბობს გურამ კაშია.

34 წლის გამოცდილი მცველი იმედოვნებს, რომ გუნდს ეს მუხტი შემდეგშიც გაჰყვება:

„ვფიქრობ, დღეს დამსახურებულად მოვიგეთ, ბიჭებმა ის ჟინი და ბრძოლა აჩვენეს, რაც წარმატების მიღწევისთვის გვჭირდებოდა. ეს არის ყველაზე სასიამოვნო. სწორედ ასეთი შემართებით უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი“.