ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა
23:42, 13 Oct, 2021
ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მამაკაცმა მშვილდ-ისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევა აგრარულ მაღაზიასთან მოხდა, დაღუპულია ხუთი ადამიანი. მედიის ცნობით, არიან დაშავებულებიც.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი დააკავეს.

თავდასხმის მოტივი უცნობია.