წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა
21:42, 13 Oct, 2021
წალენჯიხის მეურნეობის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 1991 წელს დაბადებული მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.

ამასთან, ავარიისას დაშავდა მოტოციკლის მძღოლთან ერთად მყოფი მგზავრი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

როგორც ექიმები აცხადებენ, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ის პოლიტრავმებით გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება და ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.