USAID საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად დამატებით 5.4 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს
18:30, 17 Sep, 2021
USAID საქართველოში კორონავირუსის დასამარცხებლად დამატებით 5.4 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

„მოხარულნი ვართ, გაცნობოთ რამდენიმედან პირველი გრანტის შესახებ, რომელიც საქართველოში COVID-19-ის გავლენის პრობლემის გადაჭრას ეხება.

Zinc Network-თან თანამშრომლობით, შევიმუშავებთ სოციალურ რეკლამებს, რომელიც დაამსხვრევს მოსახლეობაში არსებულ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ მითებს და ვაქცინის დადებით მხარეებზე ისაუბრებს, ასევე საზოგადოებას მიაწოდებს ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ვაქცინაციის შესახებ.

მალე ცნობილი გახდება დამატებითი პროგრამების და სანდო საერთაშორისო პარტნიორების შესახებ, რომლებიც ხელს შეუწყობენ უსაფრთხო და ეფექტურ ვაქცინებთან წვდომას. პროგრამები ორიენტირებული იქნება მოწყვლად და მიუწვდომელ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობაზე, რაც საქართველოს მოსახლეობას დაეხმარება COVID-19-ის შემთხვევების პრევენციაში, დროულ დადგენასა და აღმოფხვრაში.

ამერიკელი ხალხი COVID-19-ის საპასუხო ახალი პროგრამებისთვის 5.4 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს საქართველოს მოსახლეობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვების მხარდასაჭერად“, - აცხადებენ USAID საქართველოში.