თეირანსა და ახლომდებარე პროვინციაში ლოკდაუნი გამოაცხადეს
02:38, 22 Jul, 2021
თეირანსა და ახლომდებარე პროვინციაში ლოკდაუნი გამოაცხადეს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს. ბოლო დღეებში ირანში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად იზრდება.

ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ, ირანის დედაქალაქში და მიმდებარე პროვინციაში მხოლოდ გადაუდებელი საჭიროების საგნების მაღაზია იმუშავებს.

ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ირანი კორონავირუსის მეხუთე ტალღას ებრძვის. ასევე, ფართოდ გავრცელდა ე.წ. დელტა ვარიანტიც.

„ფრანს პრესის“ ცნობით, ირანში ვაქცინაციის პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს. ამჟამად 83 მილიონი ირანელიდან აცრილია სულ 2,3 მილიონი ადამიანი.