კალათბურთში ოთხი ყველაზე პრესტიჟული ტურნირის MVP - ევროპელია #1TVSPORT
21:18, 21 Jul, 2021
მას შემდეგ, რაც ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალური სერიის MVP ბერძენი იანის ანტენტოკუნმპო გახდა, ირკვევა, რომ მსოფლიო კალათბურთში ოთხ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე უძვირფასესი მოთამაშის პრიზის მოქმედი მფლობელები ევროპელები არიან. ეს პირველი შემთხვევაა კალათბურთის ისტორიაში.

NBA-ის ფინალური სერიის MVP - იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი)

NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის MVP - ნიკოლა იოკიჩი (სერბეთი)

NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP - იანის ანტენტოკუნმპო (საბერძნეთი)

მსოფლიოს ჩემპიონატის MVP - რიკი რუბიო (ესპანეთი)