სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტთან სპორტის, როგორც მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტის მნიშვნელობა განიხილა
23:27, 10 Jun, 2021
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მონაკოს სამთავროში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობა და სპორტის“ პრეზიდენტს, ჯოელ ბუზუს შეხვდა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნის განსაკუთრებულ ვალდებულებაზე, ყოველწლიურად აღნიშნოს 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

„აღინიშნა, რომ სპორტი შეიძლება, იყოს გამოყენებული საქართველოში სოციალური ინტეგრაციისა და მშვიდობის ხელშეწყობისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.