აშშ-ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ახალ ატლანტიკურ ქარტიას“ მოაწერეს ხელი
23:24, 10 Jun, 2021
აშშ-ის პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა „ახალ ატლანტიკურ ქარტიას“ მოაწერეს ხელი.

როგორც „ბიბისი“ იუწყება, კორნუელში დაგეგმილი დიდი შვიდეულის სამიტის წინ, ჯო ბაიდნემა და ბორის ჯონსონმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელსააც მათ „ახალი ატლანტიკური ქარტია“ უწოდეს.

„ატლანტიკური ქარტია“ 80 წლის წინ მეორე მსოფლიო ომის დროს გააფორმა ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა, უინსტონ ჩერჩილმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, ფრანკლინ რუზველტმა.

„ახალ ატლანტიკურ ქარტიაში“ ნათქვამია, რომ აშშ და დიდი ბრიტანეთი დემოკრატიის, ღია საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების ერთგულია. დოკუმენტში ასევე საუბარია საერთაშორისო წესრიგის განმტკიცების აუცილებლობას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობაზე.

აშშ და დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებას და ამავე დროს პირობას დებენ, რომ გვერდით დაუდგებიან ნატოს მოკავშირეებს. დოკუმენტში ასევე საუბარია კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლაზე.

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტის რანგში პირველად შეხვდა ბორის ჯონსონს.

ხვალ 11 ივნისს ბრიტანეთში დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება, შემდეგ კი 14 ივნისს ჯო ბაიდენი მიიღებს მონაწილეობას ნატო-ს და ევროკავშირის სამიტებში, 16 ივნისს კი აშშ-ის ლიდერი ჟენევაში ვლადიმირ პუტინს შეხვდება.