სოზარ სუბარი - „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დარჩა და პარლამენტში შემოსვლის ისეთ გზას ეძებს, რომ სახე შეინარჩუნოს, იცის, ქუჩაში სრული მარგინალიზაცია ელოდება
14:24, 04 May, 2021
„ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დარჩა და პარლამენტში შემოსვლის ისეთ გზას ეძებს, რომ სახე შეინარჩუნოს, იცის, ქუჩაში სრული მარგინალიზაცია ელოდება, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისი პარტიის მსგავსად, ნიკა მელიაც ეძებს გზას, ისე გამოვიდეს ციხიდან, რომ სახე შეინარჩუნოს.

„ბოლო წუთამდე ნიკა მელია და მისი ადვოკატები ამბობდნენ, არავინ გაბედოს და გირაო არ გადაიხადოს, თორემ მაინც არ გამოვალ ციხიდანო. როგორც სპეცრაზმით იყო შეყვანილი, თითქოს ისევე სპეცრაზმით გახდებოდა გამოსაყვანი. ახლა იხვეწება, რომ ოღონდ ვინმემ გადაიხადოს, მე არ დავთანხმდები, მაგრამ გამოვალ დიდი სიამოვნებითო. ეს არის ის, რასაც თავიდან ვამბობდით, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, მოახდინოს პარლამენტის, სახელმწიფოს და საქართველოს კანონმდებლობის საბოტაჟი. არ მივეცით ამის უფლება, შესაბამისად დღეს საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა არის პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობა“ გარეთ დარჩა და ისიც ეძებს გზას, როგორ შემოვიდეს ისე, რომ თან სახე შეინარჩუნოს, იმიტომ, რომ იცის, რომ სრული მარგინალიზაცია ელოდება ქუჩაში. ნიკა მელიამაც რა ქნას, სახე როგორ შეინარჩუნოს. იძულებული გახდა, ყველა თავისი ნათქვამი გადაეთქვა და ახლა ეს გზა მონახა, მაგრამ გზა არაფერი არ არის. გირაოს გადაიხდის ის ევროპული არასამთავრობო ორგანიზაცია და თვითონაც კანონის თანახმად, გარეთ გამოვა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.